istoriuli soflebi  
  
 
 
 

gamoRma qaquTi

ისტორიული სოფელი საქართველოში, გურიაში.

istoria

სოფელი ქაქუთი შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში. სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ სვანური წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი გურიელებს ჰყავდათ ოდიშიდან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. მდინარე ჩოლოქი მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ ჭანიეთზე უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე ჩოლოქის სამხრეთით. სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალფეხო ხიდით. 1854 წელს ქაქუთის მიდამოებში გაიმართა ჩოლოქის ბრძოლა. 1874 წელს ქაქუთი მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. იმ პერიოდში ქაქუთის მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს.

ამჟამად საკუთარი სახელი ქაქუთი შეიძლება აღნიშნავდეს.

  • ქაქუთი, იგივე გამოღმა ქაქუთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
  • ქაქუთი, იგივე გაღმა ქაქუთი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

მხარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი  
კოორდინატები  
დაარსდა  
ცენტრის სიმაღლე  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი